უკრაინის მთავრობამ აშშ-თან ხელმოწერილი წიაღისეულის მოპოვების განზრახულობის შესახებ მემორანდუმი გამოაქვეყნა

Primetime.ge 1 დღე წინ 10
უკრაინის მთავრობამ აშშ-თან ხელმოწერილი წიაღისეულის მოპოვების განზრახულობის შესახებ მემორანდუმი გამოაქვეყნა
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ამერიკასთან გუშინ ხელმოწერილი წიაღისეულის მოპოვების განზრახულობის შესახებ მემორანდუმი გამოაქვეყნა.დოკუმენტი ცხრა პუნქტისგან შედგება. მას ხელს უკრაინის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო და აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი აწერენ.მემორანდუმის თანახმად, აშშ-მა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მნიშვნელოვანი ფინანსური და მატერიალური დახმარება გაუწია. ამერიკას თავისუფალ, სუვერენულ და უსაფრთხო უკრაინაში ინვესტიციების განხორციელება სურს.ამერიკას უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა და ორი ქვეყნის ხალხებსა და მთავრობებს შორის გრძელვადიანი პარტნიორობა სურს. მემორანდუმის თანახმად, ვაშინგტონი აფასებს უკრაინის წვლილს, რომელიც მან საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში შეიტანა, უარი თქვა რა, მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვულ არსენალზე.მემორანდუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენს ის, რომ აშშ-სა და უკრაინას ორივე ქვეყნის ხალხებსა და მთავრობებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის ფარგლებში ქვეყნის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნა სურთ.
სრულად წაიკითხეთ სტატია