„უკრაინის ამ საკმაოდ გავლენიანმა თანამდებობის პირმა აღწერა ის ვითარება, რაც არსებობს საქართველოში“ - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ პოდოლიაკის განცხადებაზე

Primetime.ge 2 დღის წინ 4
„უკრაინის ამ საკმაოდ გავლენიანმა თანამდებობის პირმა აღწერა ის ვითარება, რაც არსებობს საქართველოში“ - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ პოდოლიაკის განცხადებაზე
თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადება, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. ხელისუფლების ოპონენტები მიხეილ პოდოლიაკის განცხადებას ეთანხმება.პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ მიხეილ პოდოლიაკმა აღწერა ის ვითარება, რაც არსებობს საქართველოში."ბატონი პოდოლიაკის ეს განცხადება შეიძლება ითქვას, რომ არის პოლიტიკური ფაქტის კონსტატირება. არანაირ ორიგინალურ განცხადებასთან საქმე არ გვაქვს, უბრალოდ, უკრაინის ამ საკმაოდ გავლენიანმა თანამდებობის პირმა აღწერა ის ვითარება, რაც არსებობს საქართველოში. რუსეთის მხრიდან ჩარევაა ქართულ პოლიტიკაში, რაზეც, შესაბამისად, მთელი დასავლეთი აკეთებს განცხადებებს," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ არაფერი ახალი იმაში არ არის, რაც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა თქვა."არაფერი ახალი არ არის იმაში, რაც ბატონმა პოდოლიაკმა თქვა რუსეთთან დაკავშირებით, ისევე როგორც "ქართულ ოცნებასთან", იმიტომ რომ საყოველთაოდ ცნობილია, რუსეთის ინტერესები საკუთარ სამეზობლოში დემოკრატიის ავტორიტარიზმად ცვლილების კუთხით. ამ ვითარებაში, კიდევ უფრო მკაფიოა ის, რომ ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება საშინაო და საგარეო კურსის ცვლილებას,“ - აცხადებს თეონა აქუბარდია.ცნობისთვის, მიხეილ პოდოლიაკმა თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არ არის დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც "ქართული ოცნება" ატარებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია