უკრაინაში ომს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა

Civil Georgia 2 თვის წინ 63
უკრაინაში ომს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა

უკრაინაში ბრძოლის დროს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია, დაიღუპა. ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ 6 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ქართული ჯგუფის მეთაურის ვანო ნადირაძის თქმით, მებრძოლები ფრონტის ხაზზე 5 თებერვალს დაიღუპნენ. მათი დაღუპვის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას საქართველოს 65 მოქალაქე დაიღუპა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია