„უკრაინაში მოკლეს ოსი
ბოევიკი, რომელიც, არსებული
ინფორმაციით, გიორგი
ანწუხელიძის წამებაში
მონაწილეობდა“, –
აღნიშნულის შესახებ
ინფორმაციას
ანტისაოკუპაციო მოძრაობის
„ძალა ერთობაშიას”
დამფუძნებელი დავით
ქაცარავა სოციალურ ქსელში
ავრცელებს.„უკრაინელებმა
გაანადგურეს ყაზბეგ
ტიმოვი(ოსი სეპარატისტი)-
გიორგი ანწუხელიძის
უშუალო ჯალათი/მკვლელი.
ჩვენს მაგივრად აიღეს
სისხლი ჩვენმა ძმებმა!
დიდება გმირებს! დიდება
უკრაინას! დიდება
უკრაინაში მებრძოლ
ქართველ და სხვა ეროვნების
მეომრებს!“, – წერს დავით
ქაცარავა.უმცროსი
სერჟანტი ანწუხელიძე 2008
წლის აგვისტოს ომის დროს
რუს ოკუპანტებს ტყვედ
ჩაუვარდათ. 2008 წლის
ნოემბრამდე ანწუხელიძე
უგზო-უკვლოდ დაკარგულად
ითვლებოდა. თუმცა,
მოგვიანებით ოკუპირებული
ცხინვალიდან
გადმოსვენებული 10
ქართველის ცხედრის
გენეტიკური ექსპერტიზის
შედეგად დადგინდა, რომ
ანწუხელიძე ერთ-ერთი
მათგანი იყო.2009 წლის
იანვარში ინტერნეტში
გავრცელდა ვიდეო მასალა,
რომელშიც გიორგი
ანწუხელიძე ოკუპანტებს
წრეში ჰყავთ მოქცეული და
მას რიგრიგობით ურტყამენ
ფეხებს კეფასა თუ ზურგზე.
ოკუპანტები ანწუხელიძეს
აიძულებდნენ, მიწისთვის
ეკოცნა, თუმცა 23 წლის გმირის
გატეხვა ვერ შეძლეს.
საბოლოოდ, ის ოსმა
სეპარატისტებმა ცემით
მოკლეს და ოკუპირებულ
ცხინვალში დატოვეს.