უკრაინა ომის დაწყებიდან ემტერება ჩვენს ხელისუფლებას სწორედ იმიტომ, რომ არ შევქმენით საფუძველი იმისა, რუსეთს კვლავ დაეწყო საქართველოსთან ომის ცხელი ფაზა - ვლადიმერ ბოჟაძე

Primetime.ge 2 საათი წინ 2
უკრაინა ომის დაწყებიდან ემტერება ჩვენს ხელისუფლებას სწორედ იმიტომ, რომ არ შევქმენით საფუძველი იმისა, რუსეთს კვლავ დაეწყო საქართველოსთან ომის ცხელი ფაზა - ვლადიმერ ბოჟაძე
უკრაინელი ჟურნალისტის ინფორმაცია, რომ ევროსაბჭოში ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე ოპოზიციასთან ერთად უკრაინული დელეგაციაც მუშაობდა, თბილისში ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა.საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება დიდი ხანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააზიანოს საქართველოს ინტერესები და მისი ხელისუფლება."თქვენ იცით, რომ უკრაინა ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ემტერება ჩვენს ხელისუფლებას სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ არ შევასრულეთ მათი მოთხოვნები - არ გავაგზავნეთ მოხალისეები, არ დავაწესეთ ორმხრივი სანქციები, არ ჩავკეტეთ ცა და ა.შ. და არ შევქმენით საფუძველი და მიზეზი იმისა, რომ რუსეთს კვლავ დაეწყო საქართველოსთან ომის ცხელი ფაზა. აქედან გამომდინარე, ისინი დიდი ხანია, ყველაფერს აკეთებენ რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ხელისუფლება.სწორედ ოპოზიცია უკრაინის დელეგაციასთან ერთად იყო თანაავტორი იმ სრულიად სამარცხვინო და უსამართლო რეზოლუციისა, რომელიც 114 ხმით გავიდა, ანუ, ფაქტობრივად, ერთმა მესამედმა მისცა ამ გადაწყვეტილებას ხმა, მათ შორის, აქტიურობდნენ პოლიტიკოსები იმ სახელმწიფოებიდან, რომლებიც ისედაც მოიაზრებიან საქართველოს მტრებად და "ნაციონალური მოძრაობის" მეგობრებად.ასე რომ, უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება ცნობილია - მათი ელჩის გაწვევა, ჩვენი ელჩის, ფაქტობრივად, გამოძევება. თუმცა, ჩვენ ჩვენი მხრივ, მხარს ვუჭერთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს და ვაგრძელებთ ცალმხრივ რეჟიმში მეგობრობას", - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია