ჟურნალი „სითი“ სამწუხარო
ინფორმაციას ავრცელებს,
რომლის მიხედვითაც მათი
გუნდის ერთ-ერთი წევრი ანკა
სტურუა
გარდაიცვალა.სამწუხარო
ინფორმაციას ნათია ბუკია
ემოციური პოსტით
ეხმიანება და წერს, რომ
ანკა თავისი
ახლობლებისთვის და
მეგობრებისთვის,
ბედნიერების და სიხარულის
მომტანი იყო და სულ ასეთად
დარჩება, ახალგაზრდად,
მხიარულად და
ლამაზად.„ჩემი დის
ბავშვობის მეგობარი და
უკარგესი ახალგაზრდა გოგო
აღარ არის… სიკვდილის მერე
რაც არის, იმისი არ მეშინია
მაგრამ აქ ვინც რჩება,
როგორ გაუძლოს ამხელა
ტკივილს? ყველას მხნეობას
და გამძლეობას ვუსურვებ
მის ოჯახის წევრებს,
მეგობრებს და ახლობლებს.
ურთულესია სიკვდილი
მაგრამ სიცოცხლე მის
გარეშე არ არსებობს,
სამწუხაროდ თუ
საბედნიეროდ. სიკვდილზე
რომ მიფიქრია, ერთადერთი
ხსნა ალბათ ის არის,
მადლობელი იყო ყველა იმ
წუთის და წამის, გარდაცვლილ
ადამიანთან გატარების
შესაძლებლობა რომ მოგეცა,
როცა ეს დრო ბევრი იყო,
განსაკუთრებით მაშინ. ანკა
ნამდვილად ასეთი იყო
თავისი ახლობლებისთვის და
მეგობრებისთვის,
ბედნიერების და სიხარულის
მომტანი. ასეთად დარჩება
სულ, ახალგაზრდად,
მხიარულად და ლამაზად. “, –
წერს ნათია ბუკია