უილსონი: ირაკლი რუხაძე ივანიშვილის მთავარი პროპაგანდისტია, სანქციები გზაშია

News.ge 5 საათი წინ 5
უილსონი: ირაკლი რუხაძე ივანიშვილის მთავარი პროპაგანდისტია, სანქციები გზაშია

რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი აცხადებს, რომ ბიზნესმენი და ტელეკომპანია იმედის მფლობელი, ირაკლი რუხაძე ს რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტია და რამდენიმე კორუფციულ აქტივსაც ფლობს.
უილსონი, ასევე, ამბობს, რომ ტელეკომპანია იმედი -ის მიმართ ზიზღს ავრცელებს და რუხაძისთვის სანქციების დაწესება ახლოვდება. უილსონი ამის შესახებ ინფორმაციას X-ზე ავრცელებს.
“ირაკლი რუხაძე ივანიშვილის რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტია და ფლობს მრავალ კორუფციულ აქტივს მისი ბოსისთვის, რომელიც საქართველოს ჰყიდის ჩინეთზე, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანის რეჟიმზე. მისი პროპაგანდისტული პლატფორმა იმედი 24/7ზე გადმოსცემს ამერიკის სიძულვილს. სანქციები გზაშია”, – წერს კონგრესმენი და თან ფოტოსაც აქვეყნებს.

სრულად წაიკითხეთ სტატია