უზბეკეთში ოფიციალური
ვიზიტის დღე მეორე -
ტაშკენტში მყოფი
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი დღეს
პირისპირ შეხვდება
უზბეკეთის პრეზიდენტსა და
ქვეყნის პრემიერს.დღესვე
უნდა გაიმართოს
საქართველოსა და
უზბეკეთის ეკონომიკური
თანამშრომლობის
მთავრობათაშორისი
კომისიის მე-10 სხდომა.
შეხვედრების დროს საუბარი
იქნება თანამშრომლობის
ყველა მიმართულებაზე.
აქცენტი კეთდება
ეკონომიკური ურთიერთობის
განვითარებაზე -
განსაკუთრებულად ეს შუა
დერეფანს ეხება.ირაკლი
კობახიძე უზბეკეთის
საკანონმდებლო ორგანოს
პირველ პირებს უკვე შეხვდა.
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი
ტაშკენტში დელეგაციასთან
ერთად იმყოფება.