საავტომობილო გზების
დეპარტამენტი მძღოლებს
გზებზე არსებული
ვითარების შესახებ
აფრთხილებს.უწყების
ცნობით, ნაქერალას
უღელტეხილზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აკრძალულია.„რთული
მეტეოროლოგიური პირობების
(თოვა, ქარბუქი, შეზღუდული
ხილვადობა და
ზვავსაშიშროება) გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის
საავტომობილო გზის კმ39-კმ57
(ნაქერალას უღელტეხილი)
მონაკვეთზე, იზღუდება
ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა", - აცხადებენ
გზების
დეპარტამენტში.მათივე
ცნობით, ძლიერი თოვის გამო,
საერთაშორისო
მნიშვნელობის
თბილისი-სენაკი-ლესელიძის
საავტომობილო გზის კმ133-კმ162
(სურამის სატრანსპორტო
კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე,
დროებით იზღუდება
მისაბმელიანი და ნახევრად
მისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა თავისუფალია.