რთული მეტეოროლოგიური
პირობების (ქარბუქი,
შეზღუდული ხილვადობა) გამო,
საერთაშორისო
მნიშვნელობის
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის
საავტომობილო გზის
გუდაური (ფოსტა)- კობის
მონაკვეთზე დროებით
იზღუდება მისაბმელიანი და
ნახევრად მისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, – ამის შესახებ
საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი
ავრცელებს.მათივე ცნობით,
დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
თავისუფალია.„გარემოს
ეროვნული სააგენტოს
ცნობით, გუდაური
(ფოსტა)-კობის და
სტეფანწმინდა-ლარსის
მონაკვეთებზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
განხორციელდება
გაუჩერებლად გავლის
რეჟიმში. გუდაური
(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
დასაშვებია მე-2, მე-3, მე-4 და
მე-5 ზვავდამცავ
გვირაბებში. ხოლო, პირველი
ზვავდამცავი გვირაბის
შემოვლით გზაზე
თავისუფალია“, –
აღნიშნულია ინფორმაციაში.