საავტომობილო გზების
დეპარტამენტის
ინფორმაციით,
უშგული-ლასდილის გზაზე
აკრძალულია ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო
ლახამულა-უშგულის გზაზე
აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და M3
კატეგორიის 22-ზე მეტი
დასაჯდომი ადგილის მქონე
მგზავრთა გადასაყვანად
განკუთვნილი
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
მოძრაობა."თოვლის და
ზვავსაშიშროების გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის კმ185-კმ192
(უშგული-ლასდილი)
მონაკვეთზე, დროებით
იზღუდება ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, კმ101-კმ184
(ლახამულა-უშგული)
მონაკვეთზე აკრძალულია
მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და M3
კატეგორიის 22-ზე მეტი
დასაჯდომი ადგილის
(მძღოლის ადგილის გარდა)
მქონე მგზავრთა
გადასაყვანად განკუთვნილი
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების მოძრაობა,
ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.საავტომობილო
გზის კმ1-კმ100
(ზუგდიდი-ლახამულა)
მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია," - წერია
განცხადებაში.