პოლონეთი უკრაინას
დაეხმარება და მასთან
სოლიდარული იქნება, თუმცა
ვარშავა ამ საკითხში
გულუბრყვილო აღარ იქნება, -
განაცხადა პოლონეთის
პრემიერ-მინისტრმა, დონალდ
ტუსკმა.„ჩვენ
დავეხმარებით [უკრაინას].
პოლონეთი - ეს სოლიდარობაა.
პოლონეთი - სოლიდარობაში
ლიდერია, მაგრამ
გულუბრყვილო ფორმით ეს
აღარ მოხდება“, - თქვა
ტუსკმა.პოლონეთის
პრემიერმა აღნიშნა, რომ
ახლა პოლონურ ქალაქ
სლავკუვში ინტენსიურად
მიმდინარეობს ტერმინალის
სამშენებლო სამუშაოები.
მისი თქმით, მის კონტროლს
ბევრი კომპანია
მოისურვებს.„ჩვენ
გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ -
პოლონელები, პოლონური
კომპანიები, პოლონეთის
სახელმწიფო ამ ადგილის
განვითარებისა და
ინვესტიციების 100% მფლობელი
ვიქნებით. ამით ჩვენ ფულს
გავაკეთებთ“, - დასძინა
ტუსკმა.გარდა ამისა, ტუსკმა
აღნიშნა, რომ პოლონეთი და
მთელი მსოფლიო უკრაინას
აღდგენაში დაეხმარება.
მისი თქმით, სლავკუვის
ტერმინალი იქნება
საკვანძო, როცა საქმე
ლოჯისტიკას და ტრანსპორტს
შეეხება.