ITB Berlin-ის ტურისტული
გამოფენის ფარგლებში,
საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის
ხელმძღვანელმა მაია
ომიაძემ მოლაპარაკებები
გამართა Bloomberg-ის, National Geographic
Traveller-ის, Euronews-ის, CondeNast-ის,
Wanderlust-ის, Tripadvisor-ის, Expedia-ს, Amadeus-ის,
Skyscanner-ის, Edelweiss-ის და სხვა
გავლენიანი
მედიასაშუალებებისა და
სამოგზაურო პლატფორმების
წარმომადგენლებთან. საერთაშორისო
კომპანიები საქართველოს
ტურისტული მიმართულების
პოპულარიზაციაში მიიღებენ
მონაწილეობას, დაგეგმილია
მარკეტინგული კამპანიები
მიზნობრივ და ახალ
ტურისტულ ბაზრებზე.
ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია
თანამშრომლობის
გაგრძელებას აპირებს
მსოფლიოში ერთ-ერთ
უმსხვილეს დაჯავშნის
პლატფორმასთან Skyscanner.„2023
წელს ჩვენ ძალიან კარგი
თანამშრომლობა გვქონდა
საქართველოს ტურიზმის
ეროვნულ
ადმინისტრაციასთან, ჩვენ
ვაპირებთ განვაახლოთ
თანამშრომლობა მიზნობრივ
ბაზრებზე, რომ
საქართველოში ტურისტული
ნაკადები გავზარდოთ.
დღევანდელ შეხვედრაზე
ძალიან წარმატებული
დიალოგი გვქონდა PR და
სოციალური მედია
კამპანიების დაგეგმვის,
აგრეთვე ახალი
აქტივობების შესახებ,
რომელიც პრომოციას
გაუწევს საქართველოს
ტურისტულ ბაზრებზე”-
აცხადებს Skyscanner-ის
წარმომადგენელი ზეინაბ
მუთლუ.ITB Berlin-ის 3 დღიან
ტურისტულ გამოფენაში
საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია
20-მდე კომპანიასთან,
აჭარის ტურიზმისა და
კურორტების დეპარტამენტთა
და იმერეთის დანიშნულების
ადგილის მართვის
ორგანიზაციასთან ერთად
მონაწილეობდა.