2012 წელს საქართველოს
სტუმრობდა 4,7 მილიონი
ვიზიტორი და 2024 წლისთვის,
კოვიდით გამოწვეული
პრობლემებისა და შემდგომი
პროცესების მიუხედავად,
დაახლოებით 8 მილიონამდე
გაიზარდა ვიზიტორების
რაოდენობა და 2028 წლისთვის 11
მილიონ ვიზიტორს უნდა
გადავაჭარბოთ, ეს არის
აბსოლუტურად რეალური
ამოცანა, - ამის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატმა ირაკლი
კობახიძემ პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე
სიტყვით გამოსვლისას
განაცხადა.მისი თქმით,
ტურიზმიდან შემოსავლები 2012
წელს იყო 1,4 მილიარდი დოლარი
და 4,5 მილიარდ დოლარამდე
იზრდება წელს და 2028
წლისთვის მთავრობის
მიზანია, ტურიზმიდან
შემოსავლები 6,4 დოლარამდე
გაიზარდოს.„ესეც
აბსოლუტურად მიღწევადი
მიზანია. რაც შეეხება
სასტუმროებს, 2012 წელს
საქართველოში
ფუნქციონირებდა მხოლოდ 777
განთავსების ობიექტი 23
ათასი ადგილით. წელს უკვე
გვექნება 2363 განთავსების
ობიექტი, სასტუმრო 108 ათასი
ადგილით. ხედავთ, რამდენად
დიდია პროგრესი,
დაახლოებით 4,5-ჯერ არის
გაზრდილი განთავსების
ადგილების რაოდენობა
ქვეყანაში. 2028 წლისთვის
გვექნება 2680 სასტუმრო 142
ათასზე მეტი ადგილით. ესეც
აბსოლუტურად რეალური
მიზანია. ტურისტული
ინფრასტრუქტურის
განვითარებაში დაახლოებით
მილიარდი ლარის
ინვესტიცია ჩაიდება
შემდეგი 4 წლის
განმავლობაში“, - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.