დედოფლისწყაროში მომხდარი
ავარია მსხვერპლით
დასრულდა.ადგილობრივების
ინფორმაციით, სოფელ ზემო
ქედიდან შირაქის
მიმართულებით მიმავალი
მსუბუქი ავტომანქანა
ტრაქტორს
შეეჯახა.შეჯახების
შედეგად, მსუბუქი
ავტომანქანის მძღოლი
ადგილზე დაიღუპა, ხოლო
ტრაქტორი გადაბრუნდა და
შიგ მსხდომი მამა-შვილი
მოიყოლა. სასწრაფო-სამედიცინო
დახმარების ბრიგადამ,
დაშავებულები
დედოფლისწყაროს
საავადმყოფოში
გადაიყვანა.ექიმების
განმარტებით, უახლოეს
საათებში მათ შესაბამისი
კვლევებისათვის,
კატასტროფის ბრიგადა სხვა
საავადმყოფოში
გადაიყვანს.მომხდარ
ფაქტებზე გამოძიება უკვე
დაიწყო.