აშშ-ის პრეზიდენტობის
კანდიდატს „რესპუბლიკური
პარტიიდან“ დონალდ ტრამპს
არჩევნებში გამარჯვებამდე
ამომრჩეველთა კოლეგიის 3
ხმა აშორებს. ინფორმაციას Fox
News-ი ავრცელებს.ტელეარხის
ცნობით, ამ მომენტისთვის
ტრამპს ამომრჩეველთა
კოლეგიის 267 ხმა აქვს, ხოლო
მის კონკურენტს
„დემოკრატიული“ პარტიიდან
კამალა ჰარისს - 216.
გამარჯვებამდე საჭიროა,
რომ რომელიმე კანდიდატმა
ამომრჩეველთა კოლეგიის 270
ხმა მოიპოვოს.ტრამპმა
გაიმარჯვა ისეთ ე.წ. მერყევ
შტატებში, როგორიცაა
ჯორჯია, პენსილვანია და
ჩრდილოეთ კაროლინა.
არიზონაში, ნევადაში,
ვისკონსინსა და მიჩიგანში
ხმებს ჯერ ისევ ითვლიან.