პოლიტიკური შეფასებების
თემაა შტატების კიდევ ერთი
გადაწყვეტილება, რომელიც
სირიას სანქციებს უხსნის.
განცხადება დონალდ
ტრამპმა საუდის არაბეთში
ვიზიტის დროს,
საინვესტიციო ფორუმზე
გააკეთა. ამერიკის
პრეზიდენტმა დღეს პირველი
არაოფიციალური შეხვედრა
სირიის პრეზიდენტთან
გამართა."ქართულ ოცნებაში"
ამბობენ, რომ აშშ-ის
გადაწყვეტილების ფონზე,
საქართველოს მიმართ
აგრესიული პოზიციის
გამოხატვა
სამარცხვინოა."ტრამპის
დამოკიდებულება
სირიისადმი წმინდა
პრაგმატულია გამომდინარე
იმ ინტერესიდან, რომ სირიის
გაგვლით უნდა
ენერგორესურსები ჩავიდეს
თურქეთში და შემდეგ
ევროპაში. ამ საკითხებთან
დაკავშირებით წმინდა
პრაგმატული
ცივსისხლიანობა არის
მაგალითი, რასაც ჩვენ
ვხედავთ.მაგრამ, ამ ფონზე,
საქართველოს მიმართ
გამოხატვა ასეთი
აგრესიული პოზიციისა არის
სამარცხვინო
დამოკიდებულება, მაგრამ
ესეც სამწუხაროდ, იმ
ინტერესებიდან
გამომდინარეობს, რომელიც
გააჩნია "დიფ სთეითს".
არსებობს ასეთი
ოლიგარქიული გაერთიანება,
საკმაოდ ძლიერი ფინანსური
რესურსებით, რომელიც
პროცესებზე გავლენას
ცდილობს, უნდა და მუდმივად
ახდენდა გავლენას.
მსოფლიოსთვის ახალი
არაფერი არ არის ამაში,
უბრალოდ დღეს ჩვენ გვეწვია
ეს პრობლემა, როდესაც
საქართველოში ცეცხლის
აგიზგიზება ვინმეს პირადი
ინტერესებიდან კი არ
გამომდინარეობს, ამ დიდი
კონიუნქტურიდან
გამომდინარეობს, რომელშიც
დაინტერესებული არიან
გარკვეული ძალები", -
აცხადებს საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე გიორგი
ვოლსკი.