მილიონობით ადამიანი
დაიღუპა სამი ადამიანის
გამო - პირველი, ეს პუტინია,
მეორე ბაიდენი, რომელსაც
წარმოდგენა არ ჰქონდა რას
აკეთებდა, და ზელენსკი, -
განაცხადა აშშ-ის
პრეზიდენტმა, დონალდ
ტრამპმა.„ბაიდენი
კომპეტენტური რომ
ყოფილიყო, და ზელენსკი
კომპეტენტური რომ
ყოფილიყო, და არ ვიცი არის
თუ არა... ეს ომი არანაირად
არ უნდა დაეშვათ“, - აღნიშნა
დონალდ ტრამპმა.„ბაიდენს
შეეძლო მისი შეჩერება,
ზელენსკის შეეძლო მისი
შეჩერება და პუტინს
საერთოდ არ უნდა დაეწყო
ის“, - განაცხადა აშშ-ის
პრეზიდენტმა.ვოლოდიმირ
ზელენსკიზე საუბრისას
დონალდ ტრამპმა აღნიშნა,
რომ „როცა ომს იწყებ, უნდა
იცოდე, რომ ომის მოგება
შეგიძლია“.„ომს არ იწყებ
იმის წინააღმდეგ, ვინც
შენზე 20-ჯერ დიდია. და მერე
იმედი არ უნდა გქონდეს, რომ
ხალხი რაკეტებს მოგცემს“, -
განაცხადა მან.აშშ-ის
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა
ომის დასრულებასთან
დაკავშირებით მისი
ადმინისტრაციის
ძალისხმევას.„და
ერთადერთი, რისი გაკეთებაც
შემიძლია, ამ ომის
შეჩერების მცდელობაა - ეს
არის ყველაფერი, რისი
გაკეთებაც მსურს. მსურს
მკვლელობების შეჩერება. და
ვფიქრობ, ამ მხრივ კარგად
მივდივართ. ვფიქრობ, ძალიან
მალე რამდენიმე ძალიან
კარგ შეთავაზებას
მოისმენთ“, - დასძინა მან.