„უკრაინა რუსეთის შტატია”, – ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტმა, რუსმა ფილოსოფოსმა ალექსანდრ დუგინმა რადიო “სპუტნიკის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, როცა პუტინი დონალდ ტრამპს აუხსნის, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიის ნაწილია, მაშინ “უნდა ველოდოთ გარკვეულ პროგრესს”.
დუგინის აზრით, ახლა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გლობალისტების პროპაგანდის მსხვერპლია.
“ტრამპი ვერ ხვდება, რომ უკრაინა ჩვენი შტატია, მაგრამ ის ჩვენი შტატია. როგორც კი პუტინი ამას ტრამპს აუხსნის, შესაძლოა, ველოდოთ გარკვეულ პროგრესს. ახლა ტრამპი გლობალისტური პროპაგანდის მსხვერპლია.
ტრამპი ვერ ხვდება, უკრაინა რა არის, რადგან მას ეს არ აინტერესებს. არ ესმის რა არის ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთისთვის, არ ესმის, რომ უკრაინას ჩვენ განვიხილავთ ჩვენი ორგანული ტერიტორიის ნაწილად”, – აცხადებს დუგინი.
www.ambebi.ge