აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ
ტრამპმა განაცხადა, რომ ის
არ არის წინააღმდეგი, რომ
უკრაინის პრეზიდენტი,
ვოლოდიმირ ზელენსკი
ვაშინგტონს ამ პარასკევს
ვიზიტით ეწვიოს.„მე გავიგე,
რომ ის [ზელენსკი]
პარასკევს ჩამოდის. რა თქმა
უნდა, წინააღმდეგი არ ვარ,
თუ მას უნდა“, - აღნიშნა
აშშ-ის
პრეზიდენტმა.მანამდე
ინფორმაცია გავრცელდა, რომ
უკრაინის პრეზიდენტი,
ვოლოდიმირ ზელენსკი
ვაშინგტონში გამგზავრებას
აპირებს დონალდ ტრამპთან
შესახვედრად მას შემდეგ,
რაც ქვეყნები შეთანხმდნენ
სასარგებლო წიაღისეულის
შესახებ ხელშეკრულების
პირობებზე.