ტრაგიკულად დაიღუპა „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის - ჭიათურის ლიგის“ წევრი

Primetime.ge 2 კვირის წინ 11
ტრაგიკულად დაიღუპა „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის - ჭიათურის ლიგის“ წევრი
 „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის - ჭიათურის ლიგის“ წევრი, ლევან კობიაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.მოზარდი მძიმე სენს ებრძოდა. „ღრმა მწუხარებით გამოვხატავ გულისტკივილს ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლის, ლევან კობიაშვილის გარდაცვალების გამო.დასანანია, რომ სიცოცხლით სავსე, ნიჭიერი და გამორჩეული ახალგაზრდა, რომელმაც განსაკუთრებულად დაგვამახსოვრა თავი „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის - ჭიათურის ლიგის“ იუმორისტულ ღონისძიებებში თავისი ხალასი იუმორით, ლეიკემიასთან ბრძოლაში დამარცხდა და ასე ნაადრევად გამოაკლდა ოჯახს, სკოლას და მთელ ქალაქს.გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ლევანის ოჯახის წევრებს, ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლას, ახლობლებს და მეგობრებს“, - წერს გივი მოდებაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია