ბათუმში, ორი ბავშვი
თხრილში ჩავარდა და
დაიღუპა.გავრცელებული
ინფორმაციით, დაღუპული
არიან 4 და 5 წლის
ბავშვები.პირველადი
ცნობებით, ბავშვები იმ
ტერიტორიაზე ჩავარდნენ
ორმოში, სადაც სამშენებლო
სამუშაოები მიმდინარეობს
და მათ რამდენიმე საათის
განმავლობაში
ეძებდნენ.მომხდარის
შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს ბათუმის
მერიაც.„უბედური
შემთხვევა მოხდა ქალაქ
ბათუმში, ფრ. ხალვაშის
გამზირის #188-ის მიმდებარედ.
წყლით სავსე თხრილში ორი
არასრულწლოვანი ჩავარდა,
საუბედუროდ, მათი
გადარჩენა ვერ
მოხერხდა.სამძიმარს და
თანადგომას ვუცხადებთ
გარდაცვლილთა ოჯახებს
ტრაგედიის ამ მძიმე
წუთებში. მომხდარის
დეტალებს დაადგენს აჭარის
პოლიციის დეპარტამენტი
დაწყებული გამოძიების
ფარგლებში“, - წერია
გავრცელებულ
ინფორმაციაში.