დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტური. დღეს ორი მატჩი გაიმართა და ორივეში მასპინძლებმა მოიგეს. სერიები დასრულდა.
თელავი 1:0 დილა
“თელავმა” ნავსი გატეხა და 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. 1:0 გორის “დილასთან”. ერთადერთი გოლი მე-11 წუთზე თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა ახლო კუთხეში ძლიერი დარტყმით. ეს მორჩილაძის მეხუთე გოლია სეზონში.
მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, მაგრამ მეტი გოლი არ გასულა.
“თელავმა” ბოლოდან ბოლოსწინა ადგილზე გადაინაცვლა. “დილა” კი მესამე ადგილზეა.
ტორპედო 2:0 დინამო თბ
ქართულ კლასიკოდ წოდებული შეხვედრა ქუთაისელებმა მოიგეს. საინტერესოა, რომ “ტორპედომ” 2011 წლის მერე
პირველად მოახერხა დინამოელთა დამარცხება საშინაო მატჩში.
81-ე წუთამდე 0:0 იყო, მერე კი ქუთაისელებმა გაიხარეს. ჯერ მცველმა ნიკა სანდოხაძემ თავურით, მერე კი ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა არეულობაში მეკარეს დაასწრო და ახლოდან ცარიელ კარში გაიტანა.
ეს იონსენის მე-20 გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ბომბარდირთა დავაშიც ოთხბურთიანი უპირატესობით ლიდერობს. “დინამო თბილისი” მეხუთე ადგილზეა, “ტორპედო” – მეორეზე.
erovnuliliga.ge