„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მომხმარებელი რამდენიმე სპეციალური შეთავაზებით სარგებლობას შეძლებს, კერძოდ, გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას მძღოლები სპეციალურ ფასად – 225 ლარად მიიღებენ, გარდა ამისა, ტოიოტას 5 მოდელისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრულ სერვისში ასევე სპეციალურ ფასს – 150 ლარს გადაიხდიან, ხოლო ქარხნული წარმოების აალების სანთლებს 25%-იანი ფასდაკლებით მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე შეიძენენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სპეცშეთავაზება ტოიოტას ბრენდის ნებისმიერ ჰიბრიდულძრავიან მოდელზე ვრცელდება, ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლა კი შესაძლებელია შემდეგ მოდელებზე: Toyota C-HR, Toyota Prius, Toyota Camry, Toyota Corolla და Toyota RAV4. რაც შეეხება აალების სანთლებს, რომელთა შეძენა ფასდაკლებით 1 ოქტომბრამდეა შესაძლებელი, კონსულტანტების დახმარებით, მომხმარებელი კონკრეტულ მოდელზე თუ ძრავის პარამეტრებზე გათვლილი აალების სანთლების ნაკრების შერჩევას შეძლებს. ცენტრის სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვისაა შესაძლებელი.
„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, რომ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა, რაც გადაცემათა კოლოფის ტიპიდან გამომდინარე, 40 000-დან 80 000-მდე კმ გარბენზეა რეკომენდებული, უზრუნველყოფს გადაცემათა კოლოფის მსუბუქ და უსაფრთხო მუშაობას, შეამცირებს დატვირთვის კოეფიციენტს, საწვავის მოხმარებას და ამასთან ერთად, გაახანგრძლივებს ავტომობილის ექსპლუატაციის ვადას.
ძრავის ზეთისა და ფილტრის დროულად განახლება, კომპანიის განმარტებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძრავის ხანგრძლივი, ეფექტიანი მუშაობისთვის. სათანადოდ შერჩეული, მაღალხარისხიანი ძრავის ორიგინალი ზეთი და ფილტრი, რომლებსაც „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სთავაზობს, მაქსიმალურად იცავს ავტომობილის ძრავას დაზიანებისა თუ გადახურებისგან, აძლევს მას სრული სიმძლავრის გამომუშავების შესაძლებლობას, ხელს უშლის მავნე ნარჩენების წარმოქმნას და უზრუნველყოფს ავტომობილის ეფექტიან და ბიუჯეტურ მართვას.
რაც შეეხება აალების სისტემას, როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აღნიშნავენ, მას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ავტომობილის გამართულად ფუნქციონირებაში, აალების სანთლების ნაკრები კი შიდა წვის ძრავის მუშაობის პროცესში მთავარი ელემენტი და შესაბამისად, ერთ-ერთი მოთხოვნადი ავტონაწილია, რომელიც ავტომობილის მოდელიდან გამომდინარე, უნდა შეიცვალოს 40 000, 60 000 ან 100 000 კილომეტრიან გარბენზე.
სპეცშეთავაზებების პარალელურად, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ პარტნიორ ბანკებთან კოლაბორაციით შემუშავებული და მომხმარებელის ინტერესებზე მორგებული კიდევ ერთი შეთავაზება მოქმედებს. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს გარანტირებულად მაღალი ხარისხის ნებისმიერი ორიგინალი ავტონაწილი და ამასთან ერთად, მიიღოს სასურველი სერვისი ტოიოტას სერტიფიცირებული ტექნიკოსებისგან, ხოლო საფასური ნაწილ-ნაწილ გადაიხადოს. ასეთ შემთხვევაში, ავტონაწილის ღირებულება და/ან ტექმომსახურების საფასური 4 თანაბარ ნაწილად გაიყოფა და 4 თვეზე განაწილდება. შესაბამისად, 4 თვის მანძილზე მომხმარებელი ნაწილ-ნაწილ გადაიხდის ზუსტად იმდენს, რამდენიც შეძენის მომენტში ღირდა ავტონაწილი და/ან გაწეული ავტო-ტექსერვისი.
კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებელს, რომელსაც სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა სურს, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com
The post „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სპეციალურ შეთავაზებებს აგრძელებს appeared first on .