ტიერი მარიანი: ცოტა შოკირებული ვარ, ევროპარლამენტი, რომელიც დროს ხარჯავს ჩინეთის, რუსეთისა და ინდოეთის ჩარევის დაგმობაში და ასევე უნდა ისაუბროს ამერიკულ ჩარევაზეც, ამ ფონზე დროს ხარჯავს სხვა სახელმწიფოების მიმართ მუქარაზე

Primetime.ge 1 საათი წინ 1
ტიერი მარიანი: ცოტა შოკირებული ვარ, ევროპარლამენტი, რომელიც დროს ხარჯავს ჩინეთის, რუსეთისა და ინდოეთის ჩარევის დაგმობაში და ასევე უნდა ისაუბროს ამერიკულ ჩარევაზეც, ამ ფონზე დროს ხარჯავს სხვა სახელმწიფოების მიმართ მუქარაზე
საქართველო ევროპული ცივილიზაციაა და ვერ ვბედავ იმის დაჯერებას, რომ ვიღაცებს შეიძლება სურდეთ შანტაჟი იმით, რომ თუ ხმას არ მისცემთ ამას, მაშინ სანქციებს დაგიწესებთ, - განაცხადა ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.მისივე თქმით, ქართველი მოსახლეობა თავად გააკეთებს არჩევანს, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.„რამდენიმე დღე გვაშორებს არჩევნებს მეგობარ ქვეყანაში, საქართველოში. თქვენსავით მეც მოვისმინე გარკვეული მუქარები [საქართველოს მიმართ]. არ დავმალავ, რომ ცოტა შოკირებულიც კი ვარ, რადგან ამ პარლამენტში, რომელიც თავის დროს ხარჯავს ჩინეთის, რუსეთისა და ინდოეთის ჩარევის გმობაში და მან ასევე უნდა ისაუბროს ამერიკულ ჩარევაზეც, ამ ფონზე ეს პარლამენტი ასევე ხარჯავს დროს სხვა სახელმწიფოების მიმართ მუქარაზე. ევროპარლამენტის ეს რეაქციები სრულიად შეუსაბამოდ მიმაჩნია.ქართველი ხალხი აირჩევს თავის ბედს. ჩემთვის არ არსებობს კარგი ან ცუდი არჩევანი, არის ის არჩევანი, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, არჩევანი, რომელსაც ქართველები გააკეთებენ და ეს არის მთავარი. საქართველოს აქვს ევროპული მომავალი, საქართველო ევროპული ცივილიზაციაა და ვერ ვბედავ იმის დაჯერებას, რომ ვიღაცებს შეიძლება სურდეთ შანტაჟი იმით, რომ თუ ხმას არ მისცემთ ამას, მაშინ სანქციებს დაგიწესებთ. მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს გამჭვირვალე არჩევნები, უნდა იყოს მკაფიო არჩევნები და რაც არ უნდა იყოს ამ არჩევნების შედეგი, დაუშვებელია ისეთი მანევრები, რომლებიც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ამ არჩევნებს ეჭვის ქვეშ დააყენებს. ქართველებისთვის რჩევა არ მაქვს. ჩემი უბრალო რჩევაა ვუთხრა: დაფიქრდით, დააკვირდით, როგორია თქვენი მომავალი, როცა ვუყურებ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, ისინი ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვიან. შესაძლოა ეს დღე ჯერ ახლოს არ არის, ამიტომ ჯერ აირჩიეთ თქვენი ბედი, მაგრამ აირჩიეთ იგი თავისუფლად და ვინც გემუქრებათ და ამავდროულად გმობს საგარეო ჩარევას, მივიჩნევ, რომ ცუდ სამსახურს ახორციელებენ. მე ვფიქრობ, რომ ქართველებს შეუძლიათ არჩევანის გაკეთება მოსკოვის ბრძანებებისა და ბრიუსელის მუქარების მიღმა“, - აღნიშნა მარიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია