“ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა..." - სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსი

Primetime.ge 3 თვის წინ 18
“ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა..." - სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსი
სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, ვაგზლის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, ამ ეტაპზე კი, მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.მისივე განცხადებით, ხანძრის გამო, ტერიტორიაზე ახლოს მდებარე საავადმყოფოებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა."112 -დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე. მეხანძრე-მაშველების მიერ დროულად მოხდა რეაგირება, დროულად გამოცხადდნენ ადგილზე ჯგუფები. ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, ჩართული არის 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა.მეხანძრე მაშველების დროული-რეაგირებით მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულა კლინიკებს, აღნიშნული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა პაციენტების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები", - განაცხადა ლევან მუსელიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია