"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით

Primetime.ge 3 საათი წინ 2
"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1 თვის განმავლობაში. -  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე "პრაიმტაიმთან" საუბრობს.„მაისის თვის ტემპერატურა, წინა წლებთან შედარებით ნორმაზე, 1 გრადუსით მაღალი იქნება. დასავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, +17 გრადუსი იქნება. მთიან რაიონებში, 16, 17 გრადუსი. მაღალმთიან რაიონებში, 11, 13 გრადუსი.ცალკეულ დღეებში, შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება 11, 8 გრადუსამდე. მთიან რაიონებში, +1 გრადუსამდე.1 და 8 მაისს, საკმაოდ დაბალ ტემპერატურას ველოდებით.ცალკეულ დღეებს რაც შეეხება, ტემპერატურა მოიმატებს 15 მაისის მერე და შესაძლებელია, +32 +34 გრადუსი დაფიქსირდეს. მთიან რაიონებში, +29 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოში, ნალექები, ნორმის ფარგლებში იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, ქართლში +15 +18 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში +16 +17 გრადუსი. მთიან რაიონებში +14, +15 გრადუსი და მაღალმთაში +10, +12 გრადუსი. რაც ნორმის ფარგლებშია.ცალკეულ დღეებში, ტემპერატურა დაიკლებს, ქართლში 7 გრადუსამდე, კახეთში +6 გრადუსამდე, ხოლო მთიან რაიონებში +3 გრადუსამდე.მაისის თვე, საკმაოდ ცვალებადია, იწყება გრილად. ასე, რომ თბილ მაისს არ ველოდებით. უარყოფითისკენ გადახრასაც არ ველოდებით. კლიმატურად, გაზაფხული წვიმიანია და, განსაკუთრებით, მაისი. ამიტომ, წვიმიანი ამინდები ხშირი იქნება.დედაქალაქს რაც შეეხება, საშუალო ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება. ცალკეულ დღეებში კი, ტემპერატურა +31 გრადუსამდეც მოიმატებს, თუმცა დასაწყისი საკმაოდ წვიმიანი იქნება, გამოიდარებს მომდევნო კვირიდან“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე. 
სრულად წაიკითხეთ სტატია