მეტეოროლოგი კობა
ფარტენაძე სოციალურ
ქსელში მომდევნო დღეების
ამინდის პროგნოზს
აქვეყნებს:„საქართველოში
მოსალოდნელია მზიანი
დღეები, ვარდობისთვის ბოლო
დეკადა მშვენიერი
იქნება.სუბტროპიკული ქედი
სამხრეთიდან - ჩრდილოეთით
შორს - არქტიკამდე
გადაიჭიმება, ეს დაბლოკავს
ჰაერის მასების განედურ
გადაცემას. მაღალი წნევისა
(ანტიციკლონი) და დღის
სინათლის ხანგრძლივი
საათების ფონზე, ატმოსფერო
დაიწყებს სტაბილურ
დათბობას.ამიტომაც,
მომდევნო 5 დღის
განმავლობაში- სანაპირო
კურორტებზე, დასავლეთის
დაბლობზე და აღმოსავლეთის
ბარში, ძირითადად მზიანი
ამინდი, ტემპერატურა კი +30, +32
გრადუსთან ახლოს
იქნება.მთაში ზოგან სითბოს
ფონზე, საღამოობით
შესაძლებელია ხანმოკლე
წვიმა, თუმცა დღის უმეტესი
ნაწილი მაინც თბილი და
უნალექო იქნება“,- წერს
ფარტენაძე.