როგორი ამინდი იქნება
საქართველოში - ამის
შესახებ სინოპტიკოსი,
ხათუნა ქოქოსაძე
"პრაიმტაიმთან" საუბრობს.„17
აპრილიდან გამოიდარებს და
ტემპერატურაც +17 +19
გრადუსამდე
მოიმატებს.ზოგადად
აპრილის თვეში,
ტემპერატურა 1-2 გრადუსით
მაღალია, საშუალო
მრავალწლიურ
მნიშვნელობასთან. აპრილის
ბოლოს, შესაძლებელია,
ტემპერატურის მომატება, +30 +32
გრადუსამდე. როგორც
დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ
საქართველოში.ნალექებს
რაც შეეხება, ცოტა უფრო
ნაკლებია. თუმცა, გაზაფხული
ყველაზე წვიმიანი
პერიოდია და ამდენად ეს არ
ნიშნავს, რომ უნალექო
დღეები იქნება, უბრალოდ,
ძლიერი ნალექები ნაკლებად
იქნება.“,- ამბობს
„პრაიმტაიმთან“ ხათუნა
ქოქოსაძე.რაც შეეხება
აღდგომის დღეებს, 20 აპრილს
თბილისში უმეტესად
უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ტემპერატურა
+21, +23 გრადუსის ფარგლებში
იქნება. 20 აპრილს უმეტესად
უნალექო და თბილი ამინდია
მოსალოდნელი როგორც
დასავლეთ, ასევე
აღმოსავლეთ საქართველოში.