ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს - ამინდის განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით

Primetime.ge 2 თვის წინ 102
ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს - ამინდის განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით
როგორია ამინდებია მოსალოდნელი საქართველოში 2 ოქტომბრამდე - თემაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.„26 სექტემბრიდან, დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. 26-ში დღის მეორე ნახევრიდან, 2 ოქტომბრამდე უმეტესად უნალექო და თბილი ამინდი იქნება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, 28 სექტემბრიდან, 2 ოქტომბრის ჩათვლით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს. 30 სექტემბრამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, 2-3 გრადუსით დაიკლებს ტემპერატურა.დედაქალაქს რაც შეეხება, 28 გრადუსი ფიქსირდება. 30 სექტემბრის ჩათვლით, 3-4 გრადუსით დაიკლებს ტემპერატურა. 2 ოქტომბრამდე, საქართველოში უმეტესად თბილი ამინდები იქნება“,- გვითხრა დოდო გვაზავამ. 
სრულად წაიკითხეთ სტატია