მეტეოროლოგი კობა
ფარტენაძე უახლოესი
დღეების ამინდის
პროგნოზის შესახებ
წერს:„საქართველოში
გაზაფხული სწრაფად დაიწყო,
ცივი დღეების შემდეგ ზოგან
უკვე ფიქსირდება +25 გრადუსი
და რაც მთავარია უახლოეს
დღეებში კვლავ
გაგრძელდება მშვენიერი
ამინდი, კიდევ უფრო მეტი
სითბოთი.დასავლეთის
დაბლობზე და აღმოსავლეთის
ბარში - დღეს და მომდევნო
დღეებში +29 გრადუსამდე
დაცხება, სანაპირო
კურორტებზე კი +25 გრადუსი
იქნება, მოიმატებს ასევე
ტემპერატურა ღამით.
უახლოეს დღეებში
გაავდრებას არ ველოდებით“,
- ვკითხულობთ მეტეოროლოგის
ფეისბუკ პოსტში.