“ტაძარში ფიზიკურად არ შემოჭრილან” – დეკანოზ შალვა კეკელიას ინტერვიუ “პუბლიკასთან”

News.ge 5 დღის წინ 4
“ტაძარში ფიზიკურად არ შემოჭრილან” – დეკანოზ შალვა კეკელიას ინტერვიუ “პუბლიკასთან”

13 დეკემბერს მიმდინარე მარშის დროს ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში “შეჭრისა და დარბევის” შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ პუბლიკა ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ შალვა კეკელიას ესაუბრა.
“არა, არა, ეკლესიაში ფიზიკურად არ შემოჭრილან”, – ასე უპასუხა დეკანოზმა გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ დასმულ კითხვას.
პუბლიკას ინტერვიუს ეს ნაწილი ეხება ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან საპროტესტო მარშის მონაწილეებსა და დეკანოზს შორის შელაპარაკებას, რომლის შემდეგ დეკანოზმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ “ეკლესიაში მოგვივარდნენ, კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიაში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა… ზუსტად ეგ იყო, დადგნენ ტაძრის წინ და გვეძახდნენ, „მოღალატე, გამოდი!“.
პროპაგანდამ ეს შემთხვევა “ეკლესიაში შეჭრად და დარბევად” გაასაღა.
პუბლიკასთან ინტერვიუში დეკანოზმა შალვა კეკელიამ მსვლელობის დღეს მომხდარი გაიხსენა. მისი თქმით, იქამდე არაერთ შეურაცხმყოფელ შეტყობინებას იღებდა და გარდა ამისა, ზოგიერთ ჩატში, სადაც მისი ნაცნობებიც იყვნენ, მას შეურაცხყოფილად მოიხსენიებდნენ და გეგმავდნენ დეკანოზთან “მივარდნას”.
“იმ დღეს მსვლელობა რომ დავინახე, [თავი] ავარიდე. ჩემი გარდაცვლილი მეგობრის შვილიშვილი უნდა მომენათლა, ტაძართან რომ არ დაძაბულიყო [სიტუაცია], ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა და ყვირილს დამიწყებდნენ. შევედი ტაძრის ოთახში და რომ შევედი, როდესაც გამოიარეს, დაიწყეს ყვირილი – შე პროპაგანდისტოო; გეშინია ახალგაზრდებთან გამოსვლის, იქ ხომ არ მოდიხარ, აქაც ვერ გამოდიხარ, ბავშვების გეშინია, შე მოღალატეო და ა.შ.
უცებ, არ ვიცი, რა მოხდა ჩემში, გამოვვარდი ეგრევე და მივედი ამ ხალხთან. ვის ეძახით მოღალატეს, ან რატომ მეძახით, იცით ამ სიტყვის მნიშვნელობა-მეთქი?”, – ამბობს ის.

სრულად წაიკითხეთ სტატია