„ტაქსის მძღოლს მისამართი შეეშალა“ – დაგვიანებული აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვეს

Primetime.ge 1 თვე წინ 5
„ტაქსის მძღოლს მისამართი შეეშალა“ – დაგვიანებული აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვეს
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ სესიას ერთი დაგვიანებული ჰყავს. თბილისში, მუხიანის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი 3 წუთის დაგვიანებით მივიდა. როგორც მას ცენტრიდან გამოსულმა წარმომადგენელმა განუმარტა, გამოცდა დაწყებული, დაგვიანებულის დაშვება კი შეუძლებელი იყო.ბიჭის მონაყოლის მიხედვით, ის ტაქსის მძღოლმა შეცდომით, გლდანის 177-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მიიყვანა. როდესაც აღმოაჩინა, რომ არასწორ მისამართზე იმყოფებოდა, მაშინვე მუხიანისკენ წამოვიდა, თუმცა სამი წუთით დააგვიანდა.შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ცენტრის კარი ზუსტად 09:00 საათზე იკეტება. ერთიან ეროვნულ გამოცდებს მრავალი წელია ვაშუქებთ, თუმცა ჯერ არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როცა თუნდაც ერთი წუთის დაგვიანებით მისული აბიტურიენტი გამოცდაზე დაუშვიათ.წყარო: EDU.ARIS.GE
სრულად წაიკითხეთ სტატია