მეც მაქვს ინფორმაცია, რომ
სხვადასხვა ქვეყნის
მოქალაქეები არიან
დაკავებულები ამ ორი დღის
განმავლობაში და ეს არის
ძალიან საინტერესო კითხვა.
ზოგადად, იქნება ეს
რუსეთის, უკრაინის თუ სხვა
ქვეყნის მოქალაქეები, რა
ესაქმებათ მათ დღეს
თბილისში, რა ესაქმებათ
რუსთაველის მოედანზე და
რატომ ხდება ისე, რომ ეს
ადამიანები პირდაპირ
არიან ჩართულები
ძალადობის ფაქტებში ამ
დღეების განმავლობაში, -
განაცხადა გადაცემა „დღის
ქრონიკაში“ ადამიანის
უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარე რატი
იონათამიშვილმა.მისი
თქმით, საზოგადოებამ იცის,
რომ არსებობენ გარკვეული
ჯგუფები, რომლის ოცნებაა
საქართველომ ხვალ „ნაც
მაედანზე“ გაიღვიძოს.„ეს
არის მათი რეალური მიზანი.
მაედანმა უკრაინას რა
მოუტანა, მგონი დღეს ამის
შეფასება ძალიან მარტივია
ჩვენი საზოგადოებისთვის
და ამ ადამიანების მიზანიც
რა არის, ამ კითხვაზეც
პასუხის გაცემა ძალიან
მარტივია ჩვენი
მოქალაქეებისთვის. ამიტომ,
ახლა ამ პროცესს, რასაც
დღეს ჩვენ ვუყურებთ, თუ
როგორ არიან
მომზადებულები ეს
ადამიანები, თუ, ვთქვათ,
როგორ პროვოკაციებზე
მიდიან, რადიკალობის როგორ
მძიმე ზომებს ირჩევენ,
ვფიქრობ, რომ ამ
შემთხვევაში ფაზლი ძალიან
მარტივად ლაგდება. ვხედავთ,
რომ ამ ადამიანების მიზანი
და ოცნებაც არის, რომ
საქართველოში მოხდეს
არეულობა. საბოლოო ჯამში,
საქართველო
განადგურებამდე
მიიყვანონ, მაგრამ ჩვენ
ამას არ დავუშვებთ,
ვინაიდან ამდენი იმისთვის
არ გვიბრძოლია და ეს
მშვიდობა იმისთვის არ
შეგვინარჩუნებია ჩვენს
ქვეყანაში, რომ ხვალ
საქართველოს, ჩვენს
სამშობლოს რაიმე საფრთხე
დაემუქროს.ამიტომ, საბოლოო
ჯამში ისე იქნება, რომ ჩვენ
მშვიდობასაც დავიცავთ ამ
ქვეყანაში, საბოლოოდ
ევროკავშირის საზღვრებიც
ზუსტად ჩვენი ხელშეწყობით
მოხდება ეს, აფხაზეთიდან
სამაჩაბლომდეც
გადმოინაცვლებს და
რასაკვირველია, „ნაც
მაედანის“ პროექტის
განხორციელების
საშუალებასაც არავის
მივცემთ საქართველოში", -
აღნიშნა რატი
იონათამიშვილმა.