სხვა ქვეყნებს მოუწოდებდნენ ხოლმე თავი შეეკავებინათ სანქციების გვერდის ავლისკენ, ან რუსეთის მხარდაჭერისკენ, მეორეს მხრივ, თავად იყვნენ ხოლმე მებაირაღეები იმ ქმედებების, რაც აძლიერებდა რუსეთის ეკონომიკას - ლევან მახაშვილი

Primetime.ge 1 თვე წინ 35
სხვა ქვეყნებს მოუწოდებდნენ ხოლმე თავი შეეკავებინათ სანქციების გვერდის ავლისკენ, ან რუსეთის მხარდაჭერისკენ, მეორეს მხრივ, თავად იყვნენ ხოლმე მებაირაღეები იმ ქმედებების, რაც აძლიერებდა რუსეთის ეკონომიკას - ლევან მახაშვილი
სხვა ქვეყნებს მოუწოდებდნენ თავი მაქსიმალურად შეეკავებინათ სანქციების გვერდის ავლისკენ, ან რუსეთის მხარდაჭერისკენ, მეორეს მხრივ, თავად იყვნენ ხოლმე მებაირაღეები იმ ქმედებების, რაც საბოლოო ჯამში, აძლიერებდა რუსეთის ეკონომიკას, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ლატვიის მთავრობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.„მსგავსი ტიპის ინფორმაციებს [რომ ლატვია რუსეთთან ვაჭრობას აორმაგებს] , რასაც ვიგებთ, საუკეთესო პასუხია თავად ამ ქვეყნების მხილების, იმ ორმაგი სტანდარტის, რომელთანაც საქმე გვაქვს უკვე რამდენიმე წელია. როდესაც ხმალამოღებით სხვა ქვეყნებს მოუწოდებდნენ სანქციებისკენ, მეორეს მხრივ, მსგავსი ტიპის აქტივობებით მხარს უჭერენ რუსეთის ომის მანქანას. უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, მაგრამ არ არის გასაკვირი, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, სხვა შემთხვევებიც ვიცით ბალტიისპირეთის, თუ სხვა ქვეყნების მხრიდან, როდესაც ერთის მხრივ, სხვა ქვეყნებს მოუწოდებდნენ თავი მაქსიმალურად შეეკავებინათ სანქციების გვერდის ავლისკენ, ან რუსეთის მხარდაჭერისკენ, მეორეს მხრივ, თავად იყვნენ ხოლმე მებაირაღეები იმ ქმედებების, რაც საბოლოო ჯამში, აძლიერებდა რუსეთის ეკონომიკას“, - აღნიშნა მახაშვილმა.ლატვიის მთავრობა, რომელიც საქართველოს ებრძვის და სანქციებსაც უწესებს, თავად რუსეთთან ვაჭრობას აორმაგებს. ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა. წლის განმავლობაში ქვეყანამ იმპორტი ორჯერ გაზარდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია