სცენარი, რაც დღეს ვითარდება, საქართველოს ისეთ ქაოსში შეიყვანს, რომელიც ქვეყანას სერიოზულად დააზიანებს, აქ კომპრომისი ვერ დაიშვება - გია ვოლსკი

Primetime.ge 2 კვირის წინ 12
სცენარი, რაც დღეს ვითარდება, საქართველოს ისეთ ქაოსში შეიყვანს, რომელიც ქვეყანას სერიოზულად დააზიანებს, აქ კომპრომისი ვერ დაიშვება - გია ვოლსკი
სცენარი, რაც დღეს ვითარდება, საქართველოს ისეთ ქაოსსა და დესტაბილიზაციაში შეიყვანს, რომელიც ქვეყანას სერიოზულად დააზიანებს და აქ კომპრომისი ვერ დაიშვება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, დატრენინგებული და მომზადებულია ადამიანების ჯგუფი, რომელიც ქაოსისა და დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობს.„ისეთი პროცესის განვითარების მცდელობას ვხედავთ, რამაც, შეიძლება, სახელმწიფო დაანგრიოს და დამანგრევლებს ვერანაირ ანგარიშს ვერ გავუწევთ. დატრენინგებული და მომზადებულია ადამიანების ჯგუფი. ის ქაოსისა და დესტაბილიზაციის ისეთი ხარისხის შექმნას ცდილობს, რომელიც შეუქცევადი ნგრევის პროცესს გამოიწვევს. ადამიანების დიდ ნაწილს კიდევ მეტად უნდა ავუხსნათ, რა თვალთმაქცობაა იმ გეგმასა და მათ შემქმნელებში, რაც პოპულარულია, მათ შორის მედიასაშუალებების მიერ. სცენარი, რაც დღეს ვითარდება, საქართველოს ისეთ ქაოსსა და დესტაბილიზაციაში შეიყვანს, რომელიც ქვეყანას სერიოზულად დააზიანებს და აქ კომპრომისი ვერ დაიშვება. ახალგაზრდები არიან, რომლებიც გაურკვევლობაში იმყოფებიან და ვერ მიხვდნენ, რაშია მთავარი პრობლემა და რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, როცა მსოფლიოში ამ ხარისხის დაპირისპირება მიმდინარეობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სრულად წაიკითხეთ სტატია