სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახური ასახავს იმ
რეალობას, რისი გავლაც
საქართველოს ბოლო
არჩევნების შემდეგ მოუწია.
ვუყურებდით, როგორ იყო
საპარლამენტო არჩევნების
არალეგიტიმურად
გამოცხადების მცდელობა და
ამას როგორ მოჰყვა ე.წ.
საპროტესტო აქციების
აგორება, – ამის შესახებ
პარლამენტის
თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარემ,
ირაკლი ქადაგიშვილმა
სუს-ის ანგარიშთან
დაკავშირებით
განაცხადა.ქადაგიშვილის
თქმით, საპროტესტო
აქციების მიზანი კი იყო
პარლამენტის შტურმით
აღება, სახელმწიფო
ინსტიტუციების ჩამოშლა და
ახალგაზრდების მეშვეობით
ამ ყველაფრის
განხორციელება.„ხედავდით,
რომ ეს ყველაფერი
ფინანსდებოდა. ეს მხოლოდ
ჩვენი მიგნება არ არის,
ამაზე ამერიკის ახალმა
ადმინისტრაციამაც
ისაუბრა. ხშირ შემთხვევაში,
საქართველოში ეს
დაფინანსება უკანონო
პოლიტიკური მიზნებისთვის
გამოიყენებოდა. მიზანიც და
პროცესიც უკანონო იყო.
სუს-ის საქმიანობამაც
განაპირობა, რომ
საქართველოში პროცესები
ამ სცენარით არ
დაგვირგვინდა“, –
განაცხადა ირაკლი
ქადაგიშვილმა.