სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის ინფორმაციას
არჩევნების წინ, ხელოვნური
ინტელექტით გენერირებული,
ყალბი ჩანაწერების
გავრცელების შესახებ
ოპოზიცია
გამოეხმაურა.კოალიცია
"ძლიერი საქართველოსა" და
პარტია "ლელოს" წევრი
სალომე სამადაშვილი
მიიჩნევს, რომ თავად
აპირებენ მსგავსი მასალის
გავრცელებას და ეს
განცხადება პრევენციული
ხასიათისაა, თავდაცვითი
პოზიციების მომზადების
მიზნით."ვფიქრობ, რომ სუს-მა
ეს განცხადება გააკეთა
იმიტომ, რომ თვითონ
გეგმავენ, როგორც ჩანს,
"დიპფეიკების" გამოყენებით
საზოგადოებაში
დესტაბილიზაციის
შემოტანის მცდელობას. ეს
განცხადება, ვფიქრობ,
პრევენციული სახისაა, რომ
საკუთარი დაგეგმილი
სპეცოპერაციებისთვის
მოიმზადონ თავდაცვითი
პოზიციები," - აცხადებს
სალომე
სამადაშვილი.პარტია
"გახარია საქართველოსთვის"
წევრი თეონა აქუბარდია კი
სუს-ის განცხადებას
არჩევნებში "გარდაუვალი
მარცხის" შესახებ
ხელისუფლების "შიშებს"
უკავშირებს."გავრცელებული
ინფორმაცია კიდევ ერთხელ
აჩვენებს იმ შიშებს,
რომელიც "ოცნების"
გარდაუვალ მარცხზე
მიუთითებს. არანაირი
ვიდეოების გამოქვეყნებას
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ
ვაპირებთ და წარმოდგენა არ
გვაქვს რაზეა საუბარი,
მაგრამ როდესაც საუბარია
ეკლესიასა და
ხელისუფლებას შორის
გარკვეულ საკითხებზე
სუს-ის განცხადებაში, მე
სუს-ის მიერ მომზადებულ
კრებსების საქმეს
შევახსენებდი მათ, რომელიც
არასდროს არ დასრულდა," -
აცხადებს თეონა
აქუბარდია.შეგახსენებთ,
რომ სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურმა
დილით გამოაქვეყნა
განცხადება იმის შესახებ,
რომ ხელოვნური ინტელექტის
მეშვეობით დამონტაჟებული,
ფალსიფიცირებული ვიდეო და
აუდიო ჩანაწერების
გავრცელებას პოლიტიკურ
წრეებთან დაკავშირებული
ჯგუფები გეგმავენ. მათივე
ინფორმაციით, მიზანი
ხელისუფლების შტოებს
შორის დაპირისპირების
გამოწვევა, ხელისუფლებას
და მართლმადიდებლურ
ეკლესიას შორის შუღლის
ჩამოგდება, დასავლელ
პარტნიორებთან
ურთიერთობის გაუარესება
და საპროტესტო მუხტის
ხელოვნურად შექმნაა. ამავე
განცხადების თანახმად,
სუს-ი აკვირდება ამ ჯგუფებს
და, კანონდარღვევის
შემთხვევაში, ექნება
შესაბამისი რეაგირება.