სურსათის ეროვნული
სააგენტო „ბაკურიანი
ციდას“ წყლის კვლევის
შედეგებს
აქვეყნებს.„ლაბორატორიული
კვლევის შედეგად
„ბაკურიანი ციდას“ წყლის
ნიმუშებში დარღვევა არ
გამოვლინდა. სურსათის
ეროვნული სააგენტოს
ინსპექტირების ჯგუფებმა,
ბავშვის წყლით-„ბაკურიანი
ციდა“ სავარაუდო
ინტოქსიკაციასთან
დაკავშირებით, მიმდინარე
წლის 4 თებერვალს,
ჩატარებული მოკვლევის
შედეგად დადგენილი
პარტიიდან აიღო წყლის
სინჯები, რომლებიც
აკრედიტებულ სოფლის
მეურნეობის სახელმწიფო
ლაბორატორიაში
გაიგზავნა. ლაბორატორიული
გამოკვლევა ჩატარდა
შემდეგ მაჩვენებლებზე:
ფერიანობა, სუნი, გემო,
სიმღვრივე,PH (წყალბადის
მაჩვენებელი), სიხისტე,
ქლორიდები, საერთო
მინერალიზაცია, ტყვია,
კადმიუმი, რკინა, სპილენძი,
თუთია, პერმანგანატული
ჟანგვადობა. კვლევის
შედეგად, შეუსაბამობა
არცერთ მაჩვენებელში
აღინიშნა“, - აღნიშნულია
გავრცელებულ
ინფორმაციაში.