სურსათის ეროვნულ
სააგენტოში რძის
მწარმოებელ
ბიზნესოპერატორებთან და
ასოციაციების
წარმომადგენელთან სამუშაო
შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელშიც
სექტორის 40-მდე
წარმომადგენელი
მონაწილეობდა, ხაზი გაესვა
ბიზნესოპერატორისა და
სააგენტოს ვალდებულებებს,
თანამშრომლობასა და
საერთო ძალისხმევას, რაც
უზრუნველყოფს
სარეალიზაციო ქსელში
განთავსებული რძისა და
რძის პროდუქტების
უვნებლობასა და
საიმედოობას.სურსათის
ეროვნული სააგენტოს
უფროსმა ზურაბ
ჩეკურაშვილმა ყურადღება
კონტროლის მექანიზმებზე
გაამახვილა და აღნიშნა, რომ
მიმდინარე 2025 წელს სურსათის
ეროვნულმა სააგენტომ
რძისა და რძის მწარმოებელ
კომპანიებსა და
სარეალიზაციო ობიექტებში
4786 სახელმწიფო კონტროლი
განახორციელა;
დარღვევების
მაჩვენებელმა, აპრილის
მონაცემებით, 3,3%
შეადგინა.გარდა ამისა,
აქტიურად მიმდინარეობს
ნედლი რძის კვლევა
სხვადასხვა მაჩვენებელზე,
კერძოდ:· ვეტერინარული
პრეპარატებისა და სხვა
დამაბინძურებლების
ნარჩენი ნივთიერებების
გამოსაკვლევად მიმდინარე
წელს აღებული იქნება 300
ნიმუში;• რძესა და რძის
ნაწარმში ცხიმის
სისუფთავის
განსაზღვრისათვის - 300
ნიმუში;• ბრუცელოზზე
გამოსაკვლევად - 200 ნიმუში;•
ყველში სტაფილოკოკური
ენტეროტოქსინის
გამოსავლენად - 50 ნიმუში;•
ყველში კუაგულაზა
დადებითი სტაფილოკოკუს
აურეუსის კვლევისთვის - 50
ნიმუში.• სასმელ რძეში
აფლატოქსინ M1-ის
კვლევისთვის - 100 ნიმუში.•
რძესა და რძის პროდუქტებში
(მათ შორის, ბავშვთა კვება)
ტყვიის შემცველობის
განსასაზღვრისათვის - 20
ნიმუში;• სალმონელასა და
ლისტერიას გამოსავლენად - 165
ნიმუშიაღსანიშნავია, რომ
რძისა და რძის პროდუქტების
ნიმუშების აღება მოხდეს
სათანადო წესითა და
სურსათის ეროვნული
სააგენტოს
ზედამხედველობით, რათა
გამოირიცხოს საკვლევი
ნედლეულის
დაბინძურება.სურსათის
ეროვნული სააგენტო რძის
მწარმოებელ კომპანიებს
ინტენსიურად, წელიწადში
საშუალოდ 10-ჯერ ამოწმებს.
კონტროლი „ფერმიდან
სუფრამდე” პრინციპის
დაცვით მოიცავს წარმოების
სრულ ჯაჭვს, ასევე
ლაბორატორიულ კვლევას
სხვადასხვა მაჩვენებელზე.
გასულ, 2024 წელს სურსათის
ეროვნულმა სააგენტომ 17
ათასი სახელმწიფო
კონტროლი განახორციელა,
დარღვევების მაჩვენებელმა
3,2% შეადგინა.შემოწმების
პარალელურად, სააგენტოს
პრიორიტეტია
გამჭვირვალობა, დარღვევის
შესახებ საზოგადოების
ინფორმირება. ამასთან,
სურსათის ეროვნული
სააგენტო ზედამხედველობას
უწევს ბაზრიდან იმ
სურსათის ამოღებას, სადაც
გამოვლინდა დარღვევა;
ასევე უზრუნველყოფს
მუდმივ მონიტორინგს
იმისათვის, რომ ბაზარზე
განთავსებული სურსათი
იყოს სანდო, უსაფრთხო და
უვნებელი.