სუმგაითში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

Primetime.ge 4 თვის წინ 103
სუმგაითში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა
 აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში ერთ-ერთ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.გავრცელებული ცნობის თანახმად, ცამეტივე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. კიდევ ერთი ამ დრომდე ნანგრევების ქვეშ რჩება. მაშველები მის გადარჩენას ცდილობენ.ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის ნაწილობრივი ნგრევა გამოიწვია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კორპუსში მცხოვრები სხვა ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.
სრულად წაიკითხეთ სტატია