სულ უფრო აშკარად იკვეთება, რომ ოპოზიციად წოდებული დღევანდელი ლუზერი პოლიტიკოსებისთვის ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით გაჩაღებული ბრძოლა არის არა საქართველოსთვის, არამედ საკუთარი სკამებისთვის - ნანა კაკაბაძე

Primetime.ge 3 დღის წინ 14
სულ უფრო აშკარად იკვეთება, რომ ოპოზიციად წოდებული დღევანდელი ლუზერი პოლიტიკოსებისთვის ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით გაჩაღებული ბრძოლა არის არა საქართველოსთვის, არამედ საკუთარი სკამებისთვის - ნანა კაკაბაძე
სულ უფრო აშკარად იკვეთება, რომ ოპოზიციად წოდებული დღევანდელი ლუზერი პოლიტიკოსებისთვის ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით „სამართლიანობისათვის, ადამიანის უფლებებისა და ობიექტური არჩევნებისთვის“ გაჩაღებული ბრძოლა არის არა საქართველოსთვის, არამედ საკუთარი სკამებისთვის, - წერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.„ბრძოლა სკამებისთვისსულ უფრო აშკარად იკვეთება, რომ ოპოზიციად წოდებული დღევანდელი ლუზერი პოლიტიკოსებისთვის ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით „სამართლიანობისათვის, ადამიანის უფლებებისა და ობიექტური არჩევნებისთვის“ გაჩაღებული ბრძოლა არის არა საქართველოსთვის, არამედ საკუთარი სკამებისთვის. ამ მიზნის მიღწევას, დესტრუქციაზე ორიენტირებული ძალები, ხედავენ მხოლოდ საქართველო სახელმწიფოებრივ ჩამოშლაში, ჩვენი სამშობლოს დასანქცირებაში, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაში და არეულობის მიღწევაში. ისინი ღიად და დაუფარავად ემუდარებიან გავლენიან ქვეყნებს, ყველანაირი დახმარება აღმოუჩინონ, ჩვენი ქვეყნისადმი ბოროტი ზრახვების განხორციელებაში.საუკუნეების წინ, მოღალატე ქართველები, სწორედ ასე აწონებდნენ თავს და ემუდარებოდნენ მონღოლებს, არაბებს, სპარსელებსა თუ თურქებს, მათი მორჩილი ქართველი დიდებულები აერჩიათ საკუთარ ქვეშევრდომებად და დაესვათ საქართველოში მმართველებად, ცდილობდნენ ასევე დაემტკიცებინათ, რომ სწორედ ისინი იქნებოდნენ ამ დიდი სახელმწიფოების ერთგულები და ქართველების ინტერესების შელახვის ხარჯზე მათი ინტერესების გამტარებლები.საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ჩვენი თაობა ებრძოდა და ანგრევდა არა საკუთარ ქვეყანას, არამედ საბჭოთა სისტემას, რათა საქართველოს მოეპოვებინა დამოუკიდებლობა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც ჩვენ ვამხელდით ხელისუფლებების მიერ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვის ფაქტებს. არსებული ხელისუფლების მიერ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ ჩვენი ტერიტორიების გასხვისებას და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, რასაც მტკიცებულებებით ვასაბუთებდით.დღეს, როცა ცა და დედამიწასავით განსხვავდება მიდგომები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, წინა ხელისუფლებასა და დღევანდელს შორის, როცა დღევანდელ ხელისუფლებას ერთი გოჯი მიწაც არ დაუკარგავს, „მედასავლეთეებად“ მონათლული ოპოზიციის მანტია მოსხმული დღევანდელი მონები ძირს უთხრიან ქვეყნის სტაბილურობას და ცდილობენ დააბრუნონ ის ხელისუფლება, ვინც აწამებდა, არეკეტებდა, აკულაკებდა, მიწებს ასხვისებდა. წინა პლანზე გამოჰყავთ მათ მიერვე ტვინგამორეცხილი და ტვინარეული ახალგაზრდები, ჟონგლიორობენ პატრიოტული გრძნობებით და მათი პირით აცხადებენ, თავისუფლება მონობაშიაო, რომ პატრიოტიზმი ქაოსშიაო, ყველაფრის ნგრევაში და ახალ არჩევნებშიაო, და რომ მხოლოდ ეს იქნება ქვეყნის წარმატების საწინდარიო.დაუსაბუთებლად მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს, რომელიც მხოლოდ დესტაბილიზაციის საფუძველი შეიძლება იყო, ვინაიდან ზედიზედ 9 არჩევნებია აგებენ და სულ ერთი და იმავეს იძახიან - გააყალბესო. ვერც ერთი გაყალბება ვერც ერთ დონეზე ვერ იქნა დასაბუთებული და მიუხედავად ამისა, უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას არაკანონიერს უწოდებენ. ხალხის უდიდეს ნაწილში ვერ შექმნეს გაყალბების აღქმა, რის გამოც მასობრივად ვერ გამოჰყავთ ისინი ქუჩაში. მათი საყრდენი არასოდეს ყოფილა ქართველი ხალხი, რომელიც კონსტიტუციით ძალაუფლების წყაროა. მათი საყრდენი ყოველთვის იყო და დღესაც არის გარე ძალები, რომელიც მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებით და ჩვენს ლუზერ ოპოზიციას მხოლოდ სასარგებლო იდიოტებად მიიჩნევენ. ესენი კი სიამოვნებით უთანხმებენ ერთმანეთს მათ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს, ეს ინტერესი კი ძალაუფლების დაპყრობის ავადმყოფურ მისწრაფებაშია გამოხატული.ამაში გვარწმუნებს ყველაფერი - ყოველდღიური მარშების „კარწინკით“ დაწყებული, ევროპარლამენტში სალომეს უტიფარი გამოსვლით დასრულებული“, წერს ნანა კაკაბაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია