მეტეოროლოგი, კობა
ფარტენაძე სოციალურ
ქსელში ამინდის
განახლებულ პროგნოზზე
წერს:„საქართველო
ანტიციკლონურ ზონაშია, შუა
ტროპოსფეროში
სამხრეთ-დასავლეთიდან
სუბტროპიკული ქედი
ძლიერდება, ფაქტორების
ერთობლიობა კი მზიან
დღეებს გვპირდება -
ტემპერატურა დასავლეთის
დაბლობზე და აღმოსავლეთის
ბარში +31…+33 °C- იქნება, შავი
ზღვის სანაპირო
კურორტებზე ოდნავ გრილი:
+25…29 °C
დაფიქსირდება.მაღალმთიან
რეგიონებში საღამოს
საათებში ამ პერიოდისთვის
დამახასიათებელი ხანმოკლე
წვიმაა შესაძლებელი
ელჭექით.ზაფხულის
არდადეგების სეზონის
დაწყებასთან ერთად, ბევრს
აინტერესებს ზღვისპირა
კურორტებზე წყლის
ტემპერატურა, ამიტომ
გეტყვით: საქართველოს
სანაპიროზე წყლის
ტემპერატურა საშუალოდ
დაახლოებით +21+22 გრადუსია,
მომავალი მზიანი ამინდის
გამო, ზღვა უახლოეს დღეებში
ოდნავ უფრო თბილი გახდება.
მზის ულტრაიისფერი
გამოსხივება მაღალია,
ამიტომ მზეზე თუ დააპირებთ
ხანგრძლივად ყოფნას,
გამოიყენეთ მზისგან
დამცავი საშუალებები
თქვენივე
უსაფრთხოებისთვის. ლამაზ
დღეებს გისურვებთ“, - წერს
კობა ფარტენაძე.