სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდა

Primetime.ge 6 საათი წინ 4
სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდა
3 მარტს, აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის დისტანციური შეხვედრა გაიმართა. სუამ-ის წევრი სახელმწიფოების პარლამენტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების ერთობლივ სხდომაში, ბიუროს სხდომაზე დაამტკიცეს დასკვნითი დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი და სიტყვით გამოვიდნენ ასამბლეის შეხვედრაზე.როგორც კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, სუამ-ის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ძლიერი დარგობრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა ყოველთვის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რადგან ის ხელს უწყობს საერთო შესაძლებლობების ძიებას და ორმხრივ პროგრესს. მისივე თქმით, საჭიროა დიალოგის, ცოდნის და გამოცდილების გაცვლის და ახალი პროექტებისა და ინიციატივებისთვის პრიორიტეტის მინიჭება.თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, სუამ-ის ფარგლებში ფართო შესაძლებლობები იკვეთება ვაჭრობის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის მიმართულებით, რომლის განხორციელებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ეროვნულ პარლამენტებსაც.ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას თორნიკე ჭეიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში, სუამ-ის რეგიონი მზარდი გამოწვევების წინაშე დგას, რაც საფრთხეს უქმნის წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მან ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას და დეპუტატებს გააცნო ის პრიორიტეტები, რომლებიც ამ მიმართულებით საქართველოს დღის წესრიგშია.სესიის ბოლოს, ასამბლეამ მიიღო დასკვნითი დოკუმენტი - ასამბლეის კომუნიკე.ასამბლეის თავმჯდომარეობა აზერბაიჯანიდან საქართველომ ერთი წლით გადაიბარა.
სრულად წაიკითხეთ სტატია