აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წევრი ტიტე აროშიძე, მის წინააღმდეგ სტუდენტების პროტესტის მიუხედავად, 21 იანვარს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) ახალ რექტორად აირჩიეს.
„ქართული ოცნების“ წევრმა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თერთმეტი ხმიდან ათი მიიღო. ერთი ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. არჩევნებში მონაწილეობა კიდევ ერთმა კანდიდატმა – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას“ დამფუძნებელმა და „ქართული ოცნების“ ოპონენტმა, არჩილ გუჩმანიძემ მიიღო, თუმცა ვერცერთი ხმა ვერ მიიღო.
რექტორის არჩევნები უნივერსიტეტის შენობაში დაძაბულობის ფონზე გაიმართა, რადგან სტუდენტები მთელი დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატის უნივერსიტეტის ხელმძღვანელად არჩევას. უნივერსიტეტის შენობაში აროშიძის მხარდამჭერებიც იმყოფებოდნენ, თუმცა მათ ვინაობა არ გაამხილეს. ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ სტუდენტი იყო, თუმცა აშკარად უფრო დიდი ასაკის იყვნენ. არჩევნების დროს სტუდენტებსა და ამ პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
სტუდენტები თვლიან, რომ მმართველმა პარტიამ თავისი წევრი უნივერსიტეტის გასაკონტროლებლად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად დანიშნა. სტუდენტები სკანდირებდნენ: „სირცხვილია”, ხოლო იმ კარზე, სადაც არჩევნები ტარდებოდა, გაიკრა პლაკატები რუსული წარწერით „добро пожаловать 41“.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი წამყვანი ძალა იყო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ასევე წაიკითხეთ: