"სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ჩანაწერი მათთვის ფარატინა ქაღალდი იყო" - თეონა აქუბარდია

Primetime.ge 3 კვირის წინ 13
"სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ჩანაწერი მათთვის ფარატინა ქაღალდი იყო" - თეონა აქუბარდია
ისევ პოლიტიკური დისკუსიის თემაა შტატების გადაწყვეტილება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ეს იყო პოლიტიკური აქტი ქვეყანაში მიმდინარე აქციების წასაქეზებლად. იხსენებენ ბოლო 30 წლის განმავლობაში შტატებისგან გამოყოფილ თანხას 6 მილიარდ დოლარს, რომლის დიდი ნაწილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, არასამთავრობო სექტორს მოხმარდა, რომლებიც ქვეყანაში არეულობას გეგმავენ.მმართველი გუნდი სტრატეგიულ პარტნიორობას ხედავს სავაჭრო ურთიერთობებში, პირდაპირ ფრენებში, უვიზო რეჟიმში, რაც შტატებთან ქვეყანას ამ დრომდე არ აქვს.აშშ-ის მიერ საქართველოსთვის სტრატეგიულ პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ოპოზიციაშიც. პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის თეონა აქუბარდიას განმარტებით, მმართველი გუნდისთვის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ჩანაწერი ფარატინა ქაღალდია."იმ დამოკიდებულებიდან, რასაც ჩვენ ვხედავთ არალეგიტიმური მთავრობიდან, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ჩანაწერი, მათთვის ფარატინა ქაღალდი იყო. ისინი ავტორიტარული მართვით აგრძელებენ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას. ამასთან, უსაფრთხოება, რომელიც ქვეყნის გაცხადებული ინტერესების შესაბამისი იყო და ასევე ტერიტორიული მთლიანობის კუთხით აშშ-ის გაწეული მხარდაჭერა, რომელიც უდიდესი იყო ესეც მათთვის არის ფარატინა ქაღალდი", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია