საქართველოს როდესაც
უწევს სამართალწარმოების
აქტიურ ფაზაში გადასვლა,
ხვდება მოცემულობა,
რომელსაც ემატება 3300
საჩივარი, რომელიც
სტრასბურგის
სასამართლოშია შეტანილი
ეთნიკური ოსების მიერ, ეს
იყო რუსეთის ფედერაციის
ორკესტრირებით, თუმცა,
სამწუხარო ფაქტი იყო ისიც,
რომ ამ საჩივრებში იყო
ისეთიც, რომლებიც ქართულმა
არასამთავრობო
ორგანიზაციებმა შეიტანეს
საქართველოს წინააღმდეგ, -
განაცხადა საქართველოს
იუსტიციის მინისტრის
მოადგილემ, ბექა
ძამაშვილმა, 2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, 2008 წლის
აგვისტოს ომის შესახებ
საუბრისას.მან
მაგალითისთვის მოიყვანა
საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის მიერ
ადამიანის უფლებათა
ევროპულ სასამართლოში
შეტანილი საქმე, „სიპოლსი
საქართველოს წინააღმდეგ“,
სადაც საქართველოს
ედავებოდნენ ე.წ. გრადებით
ცხინვალის დაბომბვას და
ამის შედეგად ხალხის
დაღუპვას.„მაგალითისთვის
შეიძლება ითქვას
ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის მიერ შეტანილი
საქმე სიპოლსი
საქართველოს წინააღმდეგ -
ეს იყო საქმე მხოლოდ
საქართველოს წინააღმდეგ,
არ იყო საქმე საქართველოს
და რუსეთის წინააღმდეგ იყო
მხოლოდ საქართველოს
წინააღმდეგ, სადაც,
საქართველოს ედავებოდნენ
იმას, რომ ცხინვალის
დაბომბვა მოხდა ე.წ.
გრადებით და ამის შედეგად
იქ მოსახლეობა დაიღუპა. ეს
მოცემულობა იყო, როდესაც
უკვე იუსტიციის
სამინისტროს ახალმა
გუნდმა ჩაიბარა
სამართალწარმოება ყველა
მიმართულებით.“ - აღნიშნა
ბექა ძამაშვილმა.