საერთაშორისო
მნიშვნელობის
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის
საავტომობილო გზის კმ124-კმ139
მონაკვეთზე (დაბა
სტეფანწმინდა-ლარსი)
დროებით იზღუდება ყველა
სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა,- ამის შესახებ
საქართველოს
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაშია
ნათქვამი.„უხვი ნალექის
შედეგად, საერთაშორისო
მნიშვნელობის
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის
საავტომობილო გზის 135-ე
კმ-ზე, დევდორაკის გვირაბის
მიმდებარედ, სასიგნალო
მოწყობილობის
გააქტიურებიის გამო,
აღნიშნული საავტომობილო
გზის კმ124-კმ139 მონაკვეთზე
(დაბა სტეფანწმინდა-ლარსი),
დროებით იზღუდება ყველა
სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა“, - ნათქვამია
ინფორმაციაში.