სრულდება რკინიგზის
მოდერნიზაციის პროექტი,
რის შემდეგაც რკინიგზის
გამტარუნარიანობა
გაიზრდება 27 000 000-დან 48 000 000
ტონამდე, – ამის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ პარლამენტში
ყოველწლიური მოხსენებით
გამოსვლისას
განაცხადა.პრემიერის
თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის
პროექტით
გათვალისწინებული
სამუშაოები თითქმის
ბოლომდეა
მიყვანილი.„რკინიგზის
მიმართულებით გვაქვს
მნიშვნელოვანი შედეგები.
სრულდება რკინიგზის
მოდერნიზაციის პროექტი,
რის შემდეგაც რკინიგზის
გამტარუნარიანობა
გაიზრდება 27 000 000-დან 48 000 000
ტონამდე. ასევე, დასრულდა
ბაქო-თბილისი-ყარსის
პროექტით
გათვალისწინებული
სამუშაოების 98,5%. ანუ
თითქმის ბოლომდეა
მიყვანილი ეს სამუშაოები“,
– განაცხადა პრემიერმა.