
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონო კასანომ, Viva el Futbol-თან ინტერვიუში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა.
“რეალის” ყოფილი ფორვარდის თქმით, “პარტენოპეის” ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს, ურთულესი საქმის შესრულება უწევს.
“წარმოიდგინეთ მისთვის რომ ღირებული ტრანსფერები განეხორციელებინათ და ოკაფორი არ მოეყვანათ… კონტეს მიზანი სკუდეტოს მოგებაა, თუმცა ამ მისიის შესრულება ურთულეს პირობებში უწევს, სპალეტის ოსიმენისა და კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეები მაინც ჰყავდა”, – განაცხადა კასანომ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 56 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან “ინტერს” ორი ქულით უსწრებს.